მიწოდება ხორციელდება საქართველოს მასშტაბით.
თბილისში შეკვეთა იგზავნება საკურიერო მომსახურებით, ხოლო რეგიონებში — DELIVO-ს საფოსტო მომსახურებით (კურიერის ჩათვლით, მისამართზე მიტანით).
მიწოდების ვადები
• თბილისი: იმავე ან მომდევნო დღეს (1–2 სამუშაო დღეში).
• რეგიონები: გაგზავნიდან საშუალოდ 2–3 სამუშაო დღეში.
ინდივიდუალური შეკვეთები: დამზადების ვადა დამოკიდებულია ნამუშევრის სირთულესა და პროცესებზე. დასრულების შემდეგ მიწოდება ხდება იგივე პირობებით: თბილისი — იმავე/მომდევნო დღე, რეგიონები — 2–3 დღე.
• თბილისი: 6 ₾
• რეგიონები: 11 ₾
თრექინგი (ამანათის კონტროლი)
რეგიონებში DELIVO-თი გაგზავნის შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ თრექინგ კოდს, რომლის საშუალებითაც შეძლებთ ამანათის მდებარეობის კონტროლს DELIVO-ს ოფიციალურ პლატფორმაზე.
შეფუთვა
ყველა შეკვეთა გაიცემა პრემიუმ სასაჩუქრე შეფუთვით — ბრენდირებული ჩანთა, ბრენდირებული ყუთი და ალუმინის ქრომირებული ბარათი მადლობის წერილით. შეფუთვა გათვლილია უსაფრთხო მიწოდებასა და საჩუქრად გადაცემაზე.
გადახდა (Payment)
შეკვეთის გაფორმება და გადახდა შესაძლებელია:
• ონლაინ საბანკო გადარიცხვით, ან
• კურიერთან ადგილზე გადახდით (თბილისის მასშტაბით).
დაბრუნება და შეცვლა (Returns & Exchanges)
JEWELBOSS-ში ხარისხი მკაცრად კონტროლდება, თუმცა თუ გამონაკლის შემთხვევებში პროდუქციაზე გამოვლინდა ბრაკი ან შეუსაბამობა, ჩვენ მაქსიმალურად სწრაფად გავარკვევთ საკითხს და საჭიროების შემთხვევაში:
• შევცვლით პროდუქტს,
• Გამოვასწორებთ ან გადავაკეთებთ
• და უკიდურეს შემთხვევაში შესაძლებელია დაბრუნება
რა არ ექვემდებარება დაბრუნებას
დაბრუნება/პრეტენზია არ მიიღება, თუ დაზიანება გამოწვეულია:
• მექანიკური ზემოქმედებით,
• არასათანადო მოვლა-მოპყრობით,
• შემთხვევითი დაზიანებით/გაფუჭებით, რაც მომხმარებლის მხრიდან (შეგნებულად ან შეუგნებლად) მოხდა.
ვადები პრეტენზიისთვის
• თუ პროდუქტი დაზიანებული მიიღეთ — დაგვიკავშირდით იმავე დღესვე.
• თუ გამოყენებისას გამოვლინდა შესაძლო ბრაკი/შეუსაბამობა — მოგვმართეთ მიღებიდან 1 კვირის განმავლობაში. მიღებიდან დიდი ხნის შემდეგ (მაგ. თვეებისა და მით უფრო — ნახევარი წლის შემდეგ) პრეტენზიები არ განიხილება.
ინდივიდუალური შეკვეთები
ინდივიდუალური შეკვეთები და პერსონალიზებული ნამუშევრები, როგორც წესი, დაბრუნებას არ ექვემდებარება. თუმცა კონკრეტული სიტუაციის მიხედვით შესაძლებელია გამოსწორება/გადაკეთება ან გამონაკლისის განხილვა — თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად ფასდება.
კონტაქტი
მიწოდებასთან ან დაბრუნება/შეცვლასთან დაკავშირებულ საკითხებზე დაგვიკავშირდით იმ არხით, საიდანაც შეკვეთა გააფორმეთ:
• სატელეფონო კომუნიკაციით,
• ადგილზე მოსვლით,
• ან პირად შეტყობინებაში Instagram/Facebook-ზე.