JEWELBOSS-ში ხარისხი მკაცრად კონტროლდება, თუმცა თუ გამონაკლის შემთხვევებშიპროდუქციაზე გამოვლინდა ბრაკი ან შეუსაბამობა, ჩვენ მაქსიმალურად სწრაფადგავარკვევთ საკითხს და საჭიროების შემთხვევაში:
• შევცვლით პროდუქტს,
• Გამოვასწორებთ ან გადავაკეთებთ
• და უკიდურეს შემთხვევაში შესაძლებელია დაბრუნება.
რა არ ექვემდებარება დაბრუნებას
დაბრუნება/პრეტენზია არ მიიღება, თუ დაზიანება გამოწვეულია:
• მექანიკური ზემოქმედებით,
• არასათანადო მოვლა-მოპყრობით,
• შემთხვევითი დაზიანებით/გაფუჭებით,
რაც მომხმარებლის მხრიდან (შეგნებულად ან შეუგნებლად) მოხდა.
ვადები პრეტენზიისთვის
• თუ პროდუქტი დაზიანებული მიიღეთ — დაგვიკავშირდით იმავე დღესვე.
• თუ გამოყენებისას გამოვლინდა შესაძლო ბრაკი/შეუსაბამობა — მოგვმართეთმიღებიდან 1 კვირის განმავლობაში.მიღებიდან დიდი ხნის შემდეგ (მაგ. თვეებისა და მით უფრო — ნახევარი წლისშემდეგ) პრეტენზიები არ განიხილება.
პრემიუმ ხარისხის მასალები — ვერცხლი და ბუნებრივი ტყავი
ჩვენი ტყავის სამაჯურები დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ბუნებრივი ტყავისგან, რომელიც გამოირჩევა გამძლეობით, მოქნილობით და ხანგრძლივი გამოყენების უნარით. დროთა განმავლობაში ტყავი იძენს ბუნებრივ ტექსტურას, რაც თითოეულ სამაჯურს უნიკალურ ხასიათს სძენს.
სამაჯურებზე გამოყენებული დეტალები დამზადებულია 925 სინჯის Sterling Silver-ისგან — მაღალი ხარისხის ვერცხლის საერთაშორისო სტანდარტისგან, რომელიც ცნობილია სიმყარითა და ყოველდღიური გამოყენებისთვის შესაფერისი თვისებებით.
ჩვენი სამაჯურები შექმნილია იმისთვის, რომ ისინი კომფორტულად ატაროთ ყოველდღე.
ქვემოთ მოცემულია მარტივი რეკომენდაციები, რომლებიც დაგეხმარებათ სამაჯურის საუკეთესო მდგომარეობაში შენარჩუნებაში.
ყოველდღიური გამოყენება:
მოიხსენით სამაჯური ბანაობის, ცურვის ან შხაპის დროს. წყალი და ტენი შეიძლება დააზიანოს ტყავის სტრუქტურა.
მოერიდეთ კონტაქტს პარფიუმთან, ლოსიონებთან, სპირტთან და სხვა ქიმიურ ნივთიერებებთან.
სასურველია სამაჯური გაიკეთოთ მას შემდეგ, რაც გამოიყენებთ კოსმეტიკურ პროდუქტებს.
მოიხსენით სამაჯური სპორტის ან მძიმე ფიზიკური აქტივობის დროს, რათა თავიდან აიცილოთ ზედმეტი დატვირთვა და დეფორმაცია.
შენახვა:
შეინახეთ სამაჯური მშრალ და გრილ ადგილას, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულად.
სასურველია სამაჯური შეინახოთ საიუველირო ყუთში ან რბილ ჩანთაში.
ნუ შეინახავთ მას ტენიან გარემოში, რადგან ტენი შეიძლება დააზიანოს ტყავი.