ამ სიმბოლოს გააზრება იწყება მარტივი დაკვირვებით: ერთ მხარეს არის საქართველოს რუკა — კონკრეტული მიწა, ფორმა, საზღვრები. მეორე მხარეს — ბოლნისის ჯვარი, რომელიც არ არის სივრცეს მიბმული და ეკუთვნის სარწმუნოებას, დროის მიღმა არსებულ მნიშვნელობას. ქრისტიანულ სამყაროში ჯვარი წარმოადგენს ცენტრალურ სიმბოლოს — ქრისტეს გზას, მსხვერპლს და ხსნას. ბოლნისის ჯვარი, თავისი მკაფიო და გაწონასწორებული ფორმით, ერთ-ერთი უძველესი ვიზუალური გამოხატულებაა ამ იდეის. მისი სტრუქტურა — ოთხი მიმართულებით გახსნილი მკლავები — ხშირად აიხსნება როგორც რწმენის გავრცელება. ქართული კონტექსტში ეს სიმბოლო კიდევ უფრო კონკრეტულ მნიშვნელობას იძენს. ბოლნისის ჯვარი გვხვდება ადრეულ ქართულ ტაძრებზე და დაკავშირებულია იმ პერიოდთან, როცა ქრისტიანობა უკვე სახელმწიფოებრივი და კულტურული საფუძველი ხდებოდა. შესაბამისად, ეს ჯვარი აღარ არის მხოლოდ რელიგიური ნიშანი — ის არის ისტორიული მეხსიერება.
საქართველოს რუკა კი ამ ყველაფერს აძლევს მატერიალურ განზომილებას. ის გვახსენებს, რომ ეს სარწმუნოება და კულტურა არ არსებობს აბსტრაქტულად — ის ჩამოყალიბდა კონკრეტულ სივრცეში, კონკრეტულ ხალხში, კონკრეტულ დროში. ქართველი ადამიანისათვის რუკა ხშირად აღიქმება როგორც კუთვნილების შეგრძნება, როგორც პასუხი კითხვაზე — „სად არის ჩემი ადგილი“.
JEWELBOSS-ში ხარისხი მკაცრად კონტროლდება, თუმცა თუ გამონაკლის შემთხვევებშიპროდუქციაზე გამოვლინდა ბრაკი ან შეუსაბამობა, ჩვენ მაქსიმალურად სწრაფადგავარკვევთ საკითხს და საჭიროების შემთხვევაში:
• შევცვლით პროდუქტს,
• Გამოვასწორებთ ან გადავაკეთებთ
• და უკიდურეს შემთხვევაში შესაძლებელია დაბრუნება.
რა არ ექვემდებარება დაბრუნებას
დაბრუნება/პრეტენზია არ მიიღება, თუ დაზიანება გამოწვეულია:
• მექანიკური ზემოქმედებით,
• არასათანადო მოვლა-მოპყრობით,
• შემთხვევითი დაზიანებით/გაფუჭებით,
რაც მომხმარებლის მხრიდან (შეგნებულად ან შეუგნებლად) მოხდა.
ვადები პრეტენზიისთვის
• თუ პროდუქტი დაზიანებული მიიღეთ — დაგვიკავშირდით იმავე დღესვე.
• თუ გამოყენებისას გამოვლინდა შესაძლო ბრაკი/შეუსაბამობა — მოგვმართეთმიღებიდან 1 კვირის განმავლობაში.მიღებიდან დიდი ხნის შემდეგ (მაგ. თვეებისა და მით უფრო — ნახევარი წლისშემდეგ) პრეტენზიები არ განიხილება.
პრემიუმ ხარისხისმასალები — ვერცხლი და ბუნებრივი ტყავი
ჩვენი ტყავისსამაჯურები დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ბუნებრივი ტყავისგან, რომელიც გამოირჩევაგამძლეობით, მოქნილობით და ხანგრძლივი გამოყენების უნარით. დროთა განმავლობაშიტყავი იძენს ბუნებრივ ტექსტურას, რაც თითოეულ სამაჯურს უნიკალურ ხასიათს სძენს.
სამაჯურებზეგამოყენებული დეტალები დამზადებულია 925 სინჯის Sterling Silver-ისგან — მაღალიხარისხის ვერცხლის საერთაშორისო სტანდარტისგან, რომელიც ცნობილია სიმყარითა და ყოველდღიურიგამოყენებისთვის შესაფერისი თვისებებით.
ჩვენი სამაჯურებიშექმნილია იმისთვის, რომ ისინი კომფორტულად ატაროთ ყოველდღე.
ქვემოთ მოცემულიამარტივი რეკომენდაციები, რომლებიც დაგეხმარებათ სამაჯურის საუკეთესო მდგომარეობაშიშენარჩუნებაში.
ყოველდღიურიგამოყენება:
მოიხსენით სამაჯურიბანაობის, ცურვის ან შხაპის დროს. წყალი და ტენი შეიძლება დააზიანოს ტყავისსტრუქტურა.
მოერიდეთ კონტაქტსპარფიუმთან, ლოსიონებთან, სპირტთან და სხვა ქიმიურ ნივთიერებებთან.
სასურველია სამაჯურიგაიკეთოთ მას შემდეგ, რაც გამოიყენებთ კოსმეტიკურ პროდუქტებს.
მოიხსენით სამაჯურისპორტის ან მძიმე ფიზიკური აქტივობის დროს, რათა თავიდან აიცილოთ ზედმეტი დატვირთვადა დეფორმაცია.
შენახვა:
შეინახეთ სამაჯურიმშრალ და გრილ ადგილას, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულად.
სასურველია სამაჯურიშეინახოთ საიუველირო ყუთში ან რბილ ჩანთაში.
ნუ შეინახავთმას ტენიან გარემოში, რადგან ტენი შეიძლება დააზიანოს ტყავი.