ამ სამაჯურში ერთმანეთს ხვდება ორი ნიშანი, რომელიც ქართველისთვის განსაკუთრებულად ახლოა — საქართველოს რუკა და ბორჯღალი.
რუკა აქ მხოლოდ გეოგრაფიული ფორმა არ არის. ის არის საკუთარი ადგილის შეგრძნება — მიწა, სადაც იბადება იდენტობა, ენა, ხასიათი. ქართველი ადამიანისათვის საქართველო არ არის მხოლოდ სივრცე, ეს არის განცდა, რომელსაც ყველგან თან ატარებს.
მის გვერდებზე განთავსებული ბორჯღალი გამოხატავს იმას, რაც ამ მიწას სიცოცხლეს აძლევს — მოძრაობას, ენერგიას და უწყვეტ განვითარებას. ბორჯღალი ქართულ ცნობიერებაში ასოცირდება სიცოცხლის ციკლთან, განახლებასთან და იმ ძალასთან, რომელიც არ ჩერდება და აგრძელებს მუდმივ წინსვლას.
როცა ეს ორი სიმბოლო ერთდება, ჩნდება უფრო ღრმა აზრი —
მიწა, რომელიც შენია, და სულიერი ძალა, რომელიც წინ მიზნებისკენ გიბიძგებს.
ეს არის კავშირი ფესვებთან და იმავე დროს მოძრაობა მომავალისკენ
JEWELBOSS-ში ხარისხი მკაცრად კონტროლდება, თუმცა თუ გამონაკლის შემთხვევებშიპროდუქციაზე გამოვლინდა ბრაკი ან შეუსაბამობა, ჩვენ მაქსიმალურად სწრაფადგავარკვევთ საკითხს და საჭიროების შემთხვევაში:
• შევცვლით პროდუქტს,
• Გამოვასწორებთ ან გადავაკეთებთ
• და უკიდურეს შემთხვევაში შესაძლებელია დაბრუნება.
რა არ ექვემდებარება დაბრუნებას
დაბრუნება/პრეტენზია არ მიიღება, თუ დაზიანება გამოწვეულია:
• მექანიკური ზემოქმედებით,
• არასათანადო მოვლა-მოპყრობით,
• შემთხვევითი დაზიანებით/გაფუჭებით,
რაც მომხმარებლის მხრიდან (შეგნებულად ან შეუგნებლად) მოხდა.
ვადები პრეტენზიისთვის
• თუ პროდუქტი დაზიანებული მიიღეთ — დაგვიკავშირდით იმავე დღესვე.
• თუ გამოყენებისას გამოვლინდა შესაძლო ბრაკი/შეუსაბამობა — მოგვმართეთმიღებიდან 1 კვირის განმავლობაში.მიღებიდან დიდი ხნის შემდეგ (მაგ. თვეებისა და მით უფრო — ნახევარი წლისშემდეგ) პრეტენზიები არ განიხილება.
პრემიუმ ხარისხისმასალები — ვერცხლი და ბუნებრივი ტყავი
ჩვენი ტყავისსამაჯურები დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ბუნებრივი ტყავისგან, რომელიც გამოირჩევაგამძლეობით, მოქნილობით და ხანგრძლივი გამოყენების უნარით. დროთა განმავლობაშიტყავი იძენს ბუნებრივ ტექსტურას, რაც თითოეულ სამაჯურს უნიკალურ ხასიათს სძენს.
სამაჯურებზეგამოყენებული დეტალები დამზადებულია 925 სინჯის Sterling Silver-ისგან — მაღალიხარისხის ვერცხლის საერთაშორისო სტანდარტისგან, რომელიც ცნობილია სიმყარითა და ყოველდღიურიგამოყენებისთვის შესაფერისი თვისებებით.
ჩვენი სამაჯურებიშექმნილია იმისთვის, რომ ისინი კომფორტულად ატაროთ ყოველდღე.
ქვემოთ მოცემულიამარტივი რეკომენდაციები, რომლებიც დაგეხმარებათ სამაჯურის საუკეთესო მდგომარეობაშიშენარჩუნებაში.
ყოველდღიურიგამოყენება:
მოიხსენით სამაჯურიბანაობის, ცურვის ან შხაპის დროს. წყალი და ტენი შეიძლება დააზიანოს ტყავისსტრუქტურა.
მოერიდეთ კონტაქტსპარფიუმთან, ლოსიონებთან, სპირტთან და სხვა ქიმიურ ნივთიერებებთან.
სასურველია სამაჯურიგაიკეთოთ მას შემდეგ, რაც გამოიყენებთ კოსმეტიკურ პროდუქტებს.
მოიხსენით სამაჯურისპორტის ან მძიმე ფიზიკური აქტივობის დროს, რათა თავიდან აიცილოთ ზედმეტი დატვირთვადა დეფორმაცია.
შენახვა:
შეინახეთ სამაჯურიმშრალ და გრილ ადგილას, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულად.
სასურველია სამაჯურიშეინახოთ საიუველირო ყუთში ან რბილ ჩანთაში.
ნუ შეინახავთმას ტენიან გარემოში, რადგან ტენი შეიძლება დააზიანოს ტყავი.