JEWELBOSS-ში ხარისხი მკაცრად კონტროლდება, თუმცა თუ გამონაკლის შემთხვევებშიპროდუქციაზე გამოვლინდა ბრაკი ან შეუსაბამობა, ჩვენ მაქსიმალურად სწრაფადგავარკვევთ საკითხს და საჭიროების შემთხვევაში:
• შევცვლით პროდუქტს,
• Გამოვასწორებთ ან გადავაკეთებთ
• და უკიდურეს შემთხვევაში შესაძლებელია დაბრუნება.
რა არ ექვემდებარება დაბრუნებას
დაბრუნება/პრეტენზია არ მიიღება, თუ დაზიანება გამოწვეულია:
• მექანიკური ზემოქმედებით,
• არასათანადო მოვლა-მოპყრობით,
• შემთხვევითი დაზიანებით/გაფუჭებით,
რაც მომხმარებლის მხრიდან (შეგნებულად ან შეუგნებლად) მოხდა.
ვადები პრეტენზიისთვის
• თუ პროდუქტი დაზიანებული მიიღეთ — დაგვიკავშირდით იმავე დღესვე.
• თუ გამოყენებისას გამოვლინდა შესაძლო ბრაკი/შეუსაბამობა — მოგვმართეთმიღებიდან 1 კვირის განმავლობაში.მიღებიდან დიდი ხნის შემდეგ (მაგ. თვეებისა და მით უფრო — ნახევარი წლისშემდეგ) პრეტენზიები არ განიხილება.
925 Sterling Silver — ხარისხი ყოველდღიური გამოყენებისთვის:
ჩვენი ვერცხლისსამკაულები დამზადებულია 925 სინჯის Sterling Silver-ისგან, რომელიც მაღალიხარისხის ვერცხლის საერთაშორისო სტანდარტია. ეს ნიშნავს, რომ ნაკეთობა შეიცავს 92.5%სუფთა ვერცხლს, ხოლო დანარჩენი ნაწილი სპეციალური შენადნობია, რომელიც ზრდის სიმტკიცესადა გამძლეობას.
ამ შემადგენლობისწყალობით Sterling Silver გამოირჩევა სიმყარით, გამძლეობით და ყოველდღიური ტარებისთვისშესაფერისი თვისებებით. ჩვენი სამკაულები შექმნილია ისე, რომ კომფორტულად გამოიყენოთყოველდღიურად.
ქვემოთ მოცემულიარამდენიმე მარტივი რეკომენდაცია, რომელიც დაგეხმარებათ მისი საუკეთესო მდგომარეობაშიშენარჩუნებაში.
ყოველდღიურიგამოყენება:
ვერცხლის სამკაულისასურველია გაიკეთოთ ყველაზე ბოლოს, მას შემდეგ, რაც გამოიყენებთ პარფიუმს, ლოსიონს,მაკიაჟს და სხვა თავის მოვლის საშუალებებს.
მოიხსენით სამკაულიბანაობის, ცურვის, სპორტის ან სახლის საქმეების დროს.
მოერიდეთ კონტაქტსგოგირდთან, ქლორთან, მარილიან წყალთან,საწმენდ საშუალებებთან და ქიმიურ ნივთიერებებთან, რადგან ისინი აჩქარებენ ვერცხლისდაბნელებას.
როგორ შევინახოთვერცხლის სამკაული:
სწორი შენახვაერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ვერცხლის მოვლაში.
შეინახეთ სამკაულიმშრალ ადგილას, ჰაერისგან მაქსიმალურად დაცულად.
იდეალურია საიუველიროყუთი ან სპეციალური ჩანთა.
თითოეული სამკაულიშეინახეთ ცალკე, რათა თავიდან აიცილოთ ნაკაწრები.
ტენიან გარემოშისასურველია გამოიყენოთ ტენის შთანმთქმელი პაკეტები.