ამ კულონის ცენტრში გამოსახულია ღვთისმშობელი — ფიგურა, რომელიც ქართული მართლმადიდებლური ტრადიციისთვის ასოცირდება მფარველობასთან, დედობრივ სითბოსთან და უშრეტი ნუგეშთან. კულონი შექმნილია დაძველების ეფექტით და ძველქართული იმენიკებით, რაც ქმნის განცდას, თითქოს ეს გამოსახულება მოდის ხატწერის ტრადიციიდან და ატარებს დროის სიღრმეს.
ღვთისმშობელი ქართველისთვის ყოველთვის იყო შუამდგომელი და დამცველი, ის, ვისაც მიმართავენ სირთულის დროს და ვისთანაც ასოცირდება შინაგანი სიმშვიდე. სწორედ ამიტომ მისი სიმბოლო ხშირად ატარებს არა მხოლოდ რელიგიურ, არამედ ძალიან პირადულ მნიშვნელობას.
კულონის უკანა მხარეს დატანილია ღვთისმშობლის ვარსკვლავი — ნიშანი, რომელიც ტრადიციულად გამოხატავს სიწმინდეს, ნათელს და ღვთიურ კავშირს. ეს არის სიმბოლო, რომელიც ხაზს უსვამს სულიერ არსს.
JEWELBOSS-ში ხარისხი მკაცრად კონტროლდება, თუმცა თუ გამონაკლის შემთხვევებშიპროდუქციაზე გამოვლინდა ბრაკი ან შეუსაბამობა, ჩვენ მაქსიმალურად სწრაფადგავარკვევთ საკითხს და საჭიროების შემთხვევაში:
• შევცვლით პროდუქტს,
• Გამოვასწორებთ ან გადავაკეთებთ
• და უკიდურეს შემთხვევაში შესაძლებელია დაბრუნება.
რა არ ექვემდებარება დაბრუნებას
დაბრუნება/პრეტენზია არ მიიღება, თუ დაზიანება გამოწვეულია:
• მექანიკური ზემოქმედებით,
• არასათანადო მოვლა-მოპყრობით,
• შემთხვევითი დაზიანებით/გაფუჭებით,
რაც მომხმარებლის მხრიდან (შეგნებულად ან შეუგნებლად) მოხდა.
ვადები პრეტენზიისთვის
• თუ პროდუქტი დაზიანებული მიიღეთ — დაგვიკავშირდით იმავე დღესვე.
• თუ გამოყენებისას გამოვლინდა შესაძლო ბრაკი/შეუსაბამობა — მოგვმართეთმიღებიდან 1 კვირის განმავლობაში.მიღებიდან დიდი ხნის შემდეგ (მაგ. თვეებისა და მით უფრო — ნახევარი წლისშემდეგ) პრეტენზიები არ განიხილება.