ამ კულონის ცენტრში გამოსახულია წმინდა გიორგი. იგი ქართულ ცნობიერებაში ყოველთვის ასოცირდება სიმამაცესთან, რწმენასთან და ბოროტებაზე გამარჯვებასთან. . წმინდა გიორგი წარმოადგენს იმ შინაგან ძალას, რომელიც ადამიანს ანიჭებს სიმტკიცეს და არ აძლევს გზიდან გადახვევის საშუალებას.
ხატწერა შესრულებულია ლაზერული გრავირების აპარატით, რაც იძლევა მაქსიმალურ სიზუსტეს და სისუფთავეს. თითოეული დეტალი მკაფიოდ იკითხება — ხაზები, ფორმები და გამოსახულება გადმოცემულია ისე, რომ არ იკარგება არც სიღრმე და არც სიმბოლოს მნიშვნელობა, რაც ყველაზე მთავარია, ხატწერის კანონიკა სრულად დაცულია.
JEWELBOSS-ში ხარისხი მკაცრად კონტროლდება, თუმცა თუ გამონაკლის შემთხვევებშიპროდუქციაზე გამოვლინდა ბრაკი ან შეუსაბამობა, ჩვენ მაქსიმალურად სწრაფადგავარკვევთ საკითხს და საჭიროების შემთხვევაში:
• შევცვლით პროდუქტს,
• Გამოვასწორებთ ან გადავაკეთებთ
• და უკიდურეს შემთხვევაში შესაძლებელია დაბრუნება.
რა არ ექვემდებარება დაბრუნებას
დაბრუნება/პრეტენზია არ მიიღება, თუ დაზიანება გამოწვეულია:
• მექანიკური ზემოქმედებით,
• არასათანადო მოვლა-მოპყრობით,
• შემთხვევითი დაზიანებით/გაფუჭებით,
რაც მომხმარებლის მხრიდან (შეგნებულად ან შეუგნებლად) მოხდა.
ვადები პრეტენზიისთვის
• თუ პროდუქტი დაზიანებული მიიღეთ — დაგვიკავშირდით იმავე დღესვე.
• თუ გამოყენებისას გამოვლინდა შესაძლო ბრაკი/შეუსაბამობა — მოგვმართეთმიღებიდან 1 კვირის განმავლობაში.მიღებიდან დიდი ხნის შემდეგ (მაგ. თვეებისა და მით უფრო — ნახევარი წლისშემდეგ) პრეტენზიები არ განიხილება.
925 Sterling Silver — ხარისხი ყოველდღიური გამოყენებისთვის:
ჩვენი ვერცხლის სამკაულები დამზადებულია 925 სინჯის Sterling Silver-ისგან, რომელიც მაღალი ხარისხის ვერცხლის საერთაშორისო სტანდარტია. ეს ნიშნავს, რომ ნაკეთობა შეიცავს 92.5% სუფთა ვერცხლს, ხოლო დანარჩენი ნაწილი სპეციალური შენადნობია, რომელიც ზრდის სიმტკიცესა და გამძლეობას.
ამ შემადგენლობის წყალობით Sterling Silver გამოირჩევა სიმყარით, გამძლეობით და ყოველდღიური ტარებისთვის შესაფერისი თვისებებით. ჩვენი სამკაულები შექმნილია ისე, რომ კომფორტულად გამოიყენოთ ყოველდღიურად.
ქვემოთ მოცემულია რამდენიმე მარტივი რეკომენდაცია, რომელიც დაგეხმარებათ მისი საუკეთესო მდგომარეობაში შენარჩუნებაში.
ყოველდღიური გამოყენება:
ვერცხლის სამკაული სასურველია გაიკეთოთ ყველაზე ბოლოს, მას შემდეგ, რაც გამოიყენებთ პარფიუმს, ლოსიონს, მაკიაჟს და სხვა თავის მოვლის საშუალებებს.
მოიხსენით სამკაული ბანაობის, ცურვის, სპორტის ან სახლის საქმეების დროს.
მოერიდეთ კონტაქტს გოგირდთან, ქლორთან, მარილიან წყალთან, საწმენდ საშუალებებთან და ქიმიურ ნივთიერებებთან, რადგან ისინი აჩქარებენ ვერცხლის დაბნელებას.
როგორ შევინახოთ ვერცხლის სამკაული:
სწორი შენახვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ვერცხლის მოვლაში.
შეინახეთ სამკაული მშრალ ადგილას, ჰაერისგან მაქსიმალურად დაცულად.
იდეალურია საიუველირო ყუთი ან სპეციალური ჩანთა.
თითოეული სამკაული შეინახეთ ცალკე, რათა თავიდან აიცილოთ ნაკაწრები.
ტენიან გარემოში სასურველია გამოიყენოთ ტენის შთანმთქმელი პაკეტები.