ამ კულონში წმინდა გიორგი წარმოდგენილია ქართული კანონიკის დაცვით — მშვიდი, ძლიერი სახით, რომელიც ქართულ ცნობიერებაში ყოველთვის ასოცირდება სიმამაცესთან, რწმენასთან და ბოროტებაზე გამარჯვებასთან. დაძველების ეფექტი ამატებს სიღრმეს და ქმნის განცდას, რომ ეს სიმბოლო მოდის იმ ტრადიციიდან, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა თავისი ძალა.
ქართველი ერისთვის წმინდა გიორგი არ არის მხოლოდ რელიგიური ფიგურა — ის არის მფარველი და მებრძოლი, სიმბოლო იმისა, რომ სიმართლე და რწმენა საბოლოოდ იმარჯვებს. სწორედ ამიტომ მისი გამოსახულება ხშირად ატარებს ძალიან პირად მნიშვნელობას — როგორც შინაგანი სიმტკიცის წყარო.
კულონის უკანა მხარეს გამოსახულია წმინდა გიორგის ფარი, ხმალი და შუბი — სამი ელემენტი, რომელიც ერთიანად გამოხატავს ბრძოლის არსს.
ფარი — დაცვის ნიშანია,
ხმალი — გადამწყვეტი მოქმედების,
ხოლო შუბი — მიზნისკენ მიმართული ძალის.
ეს დეტალები ერთად ქმნის მთლიან სურათს და იმ გზას, რომელიც მოითხოვს სიმტკიცეს, რწმენას და შინაგან ძალას.
JEWELBOSS-ში ხარისხი მკაცრად კონტროლდება, თუმცა თუ გამონაკლის შემთხვევებშიპროდუქციაზე გამოვლინდა ბრაკი ან შეუსაბამობა, ჩვენ მაქსიმალურად სწრაფადგავარკვევთ საკითხს და საჭიროების შემთხვევაში:
• შევცვლით პროდუქტს,
• Გამოვასწორებთ ან გადავაკეთებთ
• და უკიდურეს შემთხვევაში შესაძლებელია დაბრუნება.
რა არ ექვემდებარება დაბრუნებას
დაბრუნება/პრეტენზია არ მიიღება, თუ დაზიანება გამოწვეულია:
• მექანიკური ზემოქმედებით,
• არასათანადო მოვლა-მოპყრობით,
• შემთხვევითი დაზიანებით/გაფუჭებით,
რაც მომხმარებლის მხრიდან (შეგნებულად ან შეუგნებლად) მოხდა.
ვადები პრეტენზიისთვის
• თუ პროდუქტი დაზიანებული მიიღეთ — დაგვიკავშირდით იმავე დღესვე.
• თუ გამოყენებისას გამოვლინდა შესაძლო ბრაკი/შეუსაბამობა — მოგვმართეთმიღებიდან 1 კვირის განმავლობაში.მიღებიდან დიდი ხნის შემდეგ (მაგ. თვეებისა და მით უფრო — ნახევარი წლისშემდეგ) პრეტენზიები არ განიხილება.
მოვლა & ხარისხი
925 Sterling Silver — ხარისხი ყოველდღიური გამოყენებისთვის:
ჩვენი ვერცხლის სამკაულები დამზადებულია 925 სინჯის Sterling Silver-ისგან, რომელიც მაღალი ხარისხის ვერცხლის საერთაშორისო სტანდარტია. ეს ნიშნავს, რომ ნაკეთობა შეიცავს 92.5% სუფთა ვერცხლს, ხოლო დანარჩენი ნაწილი სპეციალური შენადნობია, რომელიც ზრდის სიმტკიცესა და გამძლეობას.
ამ შემადგენლობის წყალობით Sterling Silver გამოირჩევა სიმყარით, გამძლეობით და ყოველდღიური ტარებისთვის შესაფერისი თვისებებით. ჩვენი სამკაულები შექმნილია ისე, რომ კომფორტულად გამოიყენოთ ყოველდღიურად.
ქვემოთ მოცემულია რამდენიმე მარტივი რეკომენდაცია, რომელიც დაგეხმარებათ მისი საუკეთესო მდგომარეობაში შენარჩუნებაში.
ყოველდღიური გამოყენება:
ვერცხლის სამკაული სასურველია გაიკეთოთ ყველაზე ბოლოს, მას შემდეგ, რაც გამოიყენებთ პარფიუმს, ლოსიონს, მაკიაჟს და სხვა თავის მოვლის საშუალებებს.
მოიხსენით სამკაული ბანაობის, ცურვის, სპორტის ან სახლის საქმეების დროს.
მოერიდეთ კონტაქტს გოგირდთან, ქლორთან, მარილიან წყალთან, საწმენდ საშუალებებთან და ქიმიურ ნივთიერებებთან, რადგან ისინი აჩქარებენ ვერცხლის დაბნელებას.
როგორ შევინახოთ ვერცხლის სამკაული:
სწორი შენახვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ვერცხლის მოვლაში.
შეინახეთ სამკაული მშრალ ადგილას, ჰაერისგან მაქსიმალურად დაცულად.
იდეალურია საიუველირო ყუთი ან სპეციალური ჩანთა.
თითოეული სამკაული შეინახეთ ცალკე, რათა თავიდან აიცილოთ ნაკაწრები.
ტენიან გარემოში სასურველია გამოიყენოთ ტენის შთანმთქმელი პაკეტები.